ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2022 წლის 28 ივნისი ქ. ლანჩხუთი |
|
ა) სამსახურის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) მუნიციპალური ინსპექტირების განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
ა) კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
ბ) კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარული ნორმების დაცვაზე;
გ) კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების) და ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახლად აშენებული რეკონსტრუქციული ობიექტებისა და რეკულტივირებული მიწების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიებში მონაწილეობის მიღება;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის პირობებისა და წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენა;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა, რომლებიც სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვას ახორციელებს გაუმართავი საბარგულით ან მისაბმელი მოწყობილობით, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება;
პ) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე.
ჟ) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეალიზაციისას, ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესით“ დადგენილი ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
რ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 556, 642, 771, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლებით, 134 – 1351 -ე, 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 1512 და 1523–1529 მუხლებით, 1561, მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განიხილვა და სამართალდამრღვევისთვის ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის (იდენტიფიკაციის შემთხვევაში) ადმინისტრაციულ სახდელის (ჯარიმის) ადგილზევე შეფარდება);
ს) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1461, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა.
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, სანიტარული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
ბ) აწარმოოს კონტოლი, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
გ) დადგენილი წესით მოითხოვოს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება ან უნებართვო დემონტაჟი;
დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება (დასკვნა) კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით, ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მიწერილობა, ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების დამდგენი სანიტარული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;
ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში, მიწის კომისიის მუშაობაში სათანადო დასკვნების გაცემასა და მის შესრულებაზე კონტროლის საქმეში;
თ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ი) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ მოამზადოს დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
კ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარმოადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები;
მ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
ა) უნებართვო მშენებლობაზე მიწერილობის შეუსრულებლობა;
ბ) მშენებლობის განხორციელება პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
გ) როცა შენობა-ნაგებობების მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლოატაციის პირობებს და არ არის კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;
გ) დადგენილი წესით მოახდინოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მოამზადოს წინადადებები მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
დ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი სანიტარიული დასუფთავების საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;
ვ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლი;
ზ) წარადგინოს წინადადებები საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ.
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;
ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;
ბ) მშენებლობის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას;
გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;
დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ვ) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია.
ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;
ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;
კ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
ა) ზედმიწევნით შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) ეკონომიურად და რაციონალურად გამოიყენონ მუნიციპალიტეტის ქონება.