1.
დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანას;
3.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.
4.
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.
აკრძალულია რადიაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
6.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.
ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 22.10.2024
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის თანდართული ინსტრუქციები კერძოდ:
- მუხლი 12. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07
- მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
- მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
- მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
- მუხლი 7. კონტროლი მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ორგანიზების მასშტაბი
- მუხლი 4. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 5. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება
- მუხლი 6. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №34, 31.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.112.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2933875/muxli-1-3/