1.
შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია ან/და გაუვნებლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.
ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.
ნარჩენების გაუვნებლობა და განთავსება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე.
4.
ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე