მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ევალება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ სამსახურს.

დანართი №4

ინსტრუქცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა  და გადახდის წესის შესახებ

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სათამაშო ბიზნესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებსა და გადახდის წეს