1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართობის და მომხმარებელთა რაოდენობის კომბინაციით:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 10 (ათი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
გ) სამშენებლო ნარჩენები – 1მ3 ნარჩენებზე თვეში ფიზიკური პირისათვის 0.50 ლარი, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში და იურიდიული პირებისათვის 20 ლარი.
3. ფიზიკურ პირთა მიერ მოსაკრებლის გადახდისათვის მოსაკრებელის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოჯახზე განისაზრღვროს 4 (ოთხი) სულით.
4. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
5. მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდევინება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
7. მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
9. ქვითარი შენარჩუნებულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
10. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
11. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
12. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
13. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში