1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის –
სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის –
ნარჩენების დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართობის და მომხმარებელთა რაოდენობის კომბინაციით:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,40 ლარი თვეში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის შემდეგი სახით:
№
ინდივიდუალური მეწარმის, ორგანიზაციის, დაწესებულების, იურიდიული პირების დასახელება
ზომის ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში /ლარებში/
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
საერთო ფართობი მ2
0,03
2
ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები
საერთო ფართობი მ2
0,25
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,10
4
პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები /საგანმანათლებლო დაწესებულებები/
ერთ მოსწავლეზე
0,03
5
სასტუმროები
მომსახურების ერთეული /ერთი საწოლი/
1,5
6
საავადმყოფოები
1მ3
25
7
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი
1მ3
25
8
სტომატოლოგიური კაბინეტები
1მ2
0.30
9
სტადიონები, სპორტული დაწესებულებები, ღია ტერიტორიები
ღია ფართობის 1მ2
0,03
10
სამრეწველო საქონლის მაღაზიები სასურსათო საქონლის მაღაზია
სამუშაო ფართის 1მ2
0,30
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართის 1მ2
0,30
12
სამშენებლო მასალების საამქრო
სამუშაო ფართის 1მ2
0,10
13
აგრალური ბაზრები და შერეული საქონლის მაზრობები
1მ3
25
14
ბენზინგასამართი სადგურები
1მ2
0,20
15
აბანოები, საუნები
1მ2
0,10
16
სილამაზის სალონები
1მ2
0,10
17
სარიტუალო დარბაზები, რესტორნები, კაფეები, სასადილოები და ბარები
1მ3
25
18
საცხობები და საკონდიტროები
1მ2
0,10
19
ტოტალიზატორები და სათამაშო კლუბები
1მ2
0,60
20
ავტოსადგომები და საავტომობილო სადგური
1მ2
0,12
21
ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
1მ2
0,005
22
ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო
1მ2
0,30
23
მშენებარე ობიექტები
ფართის 1მ2-ზე
0,10
24
საბითუმო საწყობები, მაცივარი, ბაზა
1მ2
0,20
25
ჰიდროელექტროსადგურები
1მ3
25
გ) სამშენებლო ნარჩენები –
1 მ3 ნარჩენებზე თვეში ფიზიკური პირისათვის 0.40 ლარი, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის, ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში და იურიდიული პირებისათვის –
20 ლარი.
3. ფიზიკურ პირთა მიერ მოსაკრებლის გადახდისათვის მოსაკრებელის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოჯახზე განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით.
4. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში –
ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში –
მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
5. მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდევინება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
7. მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
9. ქვითარი შენარჩუნებულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
10. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
11. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
12. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
13. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაშ