1. ეს წესი აწესრიგებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში –
მოსაკრებელი), წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

4. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც საცხოვრებელ სახლებში და ბინებში ცხოვრებისას  მიწის ნაკვეთებისა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებელსა ან გაქირავებულ ბინებში წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები.

5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდევინების ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

6. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიული პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ამ წესის მიხედვი