ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2

მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის  წესის შესახებ ინსტრუქცია

ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს