1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრის (დანართები №4, №5) ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია;
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) სულთა რაოდენობა (მოსახლეობისათვის) მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი მონაცემების შესაბამისად (ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის);
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდევინების ვადა;
ვ) გადახდევინების ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. ქვითარი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში