1. მოსაკრებლის გადახდევინების ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების  და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდევინების ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ   ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი შესაბამისი თანხის ოდენობით.

4. გაწეული მომსახურების ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი შემცირება.

5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 %-ზე მეტი.

6. თითოეული მოსახლის ერთ თვეზე მეტი ვადით ადგილზე არყოფნისას, მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს მოსახლის ადგილზე არყოფნის ვადის მითითები