1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მშენებლობის ობიექტის მესაკუთრეს ფიზიკურ ან იურიდიული პირს განახორციელოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად შედგენილი პროექტით განსაზღვრული ნაგებობების, მისი ელემენტების, კონკრეტული სისტემის ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ნებართვაში მითითებული თარიღიდან არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში მითითებულ ვადებში.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები