შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
დ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
ე)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.
2.
დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები და გადახდის ინსტრუქციები:
ა)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №2) და ქვითრის ფორმები (დანართი №3 და  №4);
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია(დანართი №5);
დ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი№6);
ე)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №7)