1.
მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ ფოთის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლის ხარჯების შესაბამისად.
2.
მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობების მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3.
ქალაქ ფოთის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (ან მოსარგებლეზე), რომლის საკუთრებაშიც (სარგებლობაშიც) წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4.
ქალაქ ფოთის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.
ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას ამონაწერს შესაბამისი მონაცემებით იძლევა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახური ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი.
8.
მესაკუთრე (მოსარგებლე) ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
9.
ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10.
მესაკუთრის (ან მოსარგებლის) შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ (ან მოსარგებლემ) მოსაკრებლის დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
12.
მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება შემდეგნაირად:
A=15*N*K :12,სადაც:
A - მოსაკრებელი განაკვეთი თვეში;
N - ნარჩენების დაგროვების ნორმა წელიწადში;
K - მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირებ