1.
თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის  გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხას და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის.

2.
გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა)
დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

ბ)
სამსახურმა  უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

3.
თუ დაინტერესებულ პირს  სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას   შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.

4.
თუ დაინტერესებულ პირს  სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას   შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების  განხილვის ვადის დასასრულამდე.

5.
ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით  გათვალისწინებული  ინსტრუქციით.

6.
ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს  მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი  უკან არ დაუბრუნდება.

7.
ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის  ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა  მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

8.
გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა ეკისრება მოსაკრებლის  გადამხდელ