პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის  მომსახურების შესახებ (ბრძანებას)  აქტს გასცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიეტის მერიის  შესაბამისი სამსახურის უფროსი, რომელიც ახორციელებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკურ ზედამხედველობას.

დანართი №4

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში ქალაქი ფოთი) ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია