1.
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება–
მოვალეობებს.

2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3.
ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ან/და საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად ინდივიდუალურ მეწარმეებთან და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმებისას მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.

5.
მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) განახორციელოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.

6.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღების შემთხვევაში, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზ