1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს  შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მოსაკრებლის გადამხდელი;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

6, ფიზიკურ პირებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომელთაც გააჩნიათ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, მიეცეთ უფლება აღნიშნული (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ ეტაპობრივად არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზ