1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებულმა ნაგავსაყრელებმა, რომლებსაც არ აქვთ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა, მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ნაგავსაყრელების ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმის წარდგენა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ამ ტექნიკური რეგლამენტის VI თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის  №416 დადგენილებ