1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იმავე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში  გათვალისწინებულ  ტერმინებს.

2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნაგავსაყრელის აირი – ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენებიდან გამოყოფილი ყველა სახის აირი;

ბ) ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლი – დროის მონაკვეთი ნაგავსაყრელის მოწყობიდან ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ჩათვლით;

გ) ნაგავსაყრელის ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ნაგავსაყრელის მართვის უფლება. (ნაგავსაყრელის მოწყობის მოსამზადებელი პერიოდიდან მისი დახურვის შემდგომი მოვლის ფაზამდე ეს პირი შეიძლება შეიცვალოს);

დ) გამონაჟონი – სითხე, რომელიც ჟონავს განთავსებული ნარჩენებიდან და გამოედინება ნაგავსაყრელიდან ან რჩება ნაგავსაყრელზე;

ე) ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლა – საქმიანობათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) მიერ განსაზღვრულ პერიოდში და ნებართვით გათვალისწინებული პირობებით და მიმართულია ტერიტორიის მოვლის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელით შესაძლო მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან ასაცილებლად;

ვ)  მიწისქვეშა საწყობი – ნარჩენების მუდმივი საწყობი ღრმა გეოლოგიურ ღრუშ