1. თითოეულ ნაგავსაყრელს უნდა მიენიჭოს ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული კატეგორია:
ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი.
2. იმ შემთხვევებში, თუ ნაგავსაყრელის ტერიტორია დაყოფილია სექტორებად ან/და უჯრედებად ერთზე მეტი სახის ნარჩენის განთავსების მიზნით, აღნიშნული სექტორები ან უჯრედები განიხილება დამოუკიდებელ კატეგორიად ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა