1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ნაგავსაყრელებზე.
2. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:
ა)ნიადაგის განაყოფიერების ან გაუმჯობესების მიზნით ნიადაგში ჩამდინარე წყლების დამუშავების ობიექტებიდან და ფსკერსაღრმავებელი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ლექის (მათ შორის კანალიზაციის ლექი) და მსგავსი მასალის გაფანტვაზე;
ბ)ინერტული ნარჩენების გამოყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია რელიეფის აღდგენასთან და ამოვსების სამუშაოებთან ან ნაგავსაყრელის მშენებლობის და მართვის პროცესში მათ გამოყენებასთან;
გ) არასახიფათო ამოღებული ლექის განთავსებაზე წყალსადინარების გასწვრივ (საიდანაც მოხდა ამ ლექის ამოღება) და ზედაპირული წყლების ობიექტებში, მათი ფსკერისა და ქვენიადაგის ჩათვლით;
დ) მინერალური რესურსების შესწავლის, მოპოვების, გადამუშავებისა და შენახვის, ასევე კარიერების ექსპლუატაციის შედეგად მიღებული დაუბინძურებელი ნიადაგის ან არასახიფათო ინერტული ნარჩენების განთავსებაზ