ნაგავსაყრელის ყველა საინჟინრო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს ისე, რომ მათი ვერტიკალური სიმაღლეები და ტოპოგრაფიული კონფიგურაცია უზრუნველყოფდეს:
ა) ისეთ ტოპოგრაფიას, რომელიც ხელს შეუწყობს ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოებისა და მისი ნაგებობებისა და სისტემების მომსახურების ეფექტიანობის ზრდას და ტერიტორიის ბუნებრივი რელიეფის მაქსიმალურად დაცვას;
ბ) ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობებისა და ნაგავსაყრელის დაპროექტების დროს გათვალისწინებული ტექნოლოგიის ოპტიმალურ გამოყენებას და დახურული ნაგავსაყრელის თხემის ფერდებისა და თხემის დახრილობას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
გ) სამშენებლო სამუშაოების დროს ამოღებული და ჩაბრუნებული მიწის მოცულობებს შორის ბალანსს ნაგავსაყრელის ოპერირებისა და დახურვის პროცესში მისი გამოყენების მიზნით;
დ) ნაგავსაყრელის ტერიტორიის დაცვას ზედაპირული წყლებით დატბორვისგან;
ე) გამონაჟონის თვითდინებით ჩაშვებას შემაკავებელ აუზებში ან/და გამწმენდ სისტემებში თუ შესაძლებელია;
ვ) ნაგავსაყრელის სექციების, უჯრედების, შენობების, გამონაჟონისა და აირების მართვის სისტემებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვის განლაგების პირობებ