1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების  მართვის ორგანიზების, მომსახურების წესების დადგენის, ოპერატორის შერჩევისა და   თბილისის  საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.

2.  თბილისში უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, საკრებულოს თანხმობით მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (სამსახური) უფლებამოსილია:

ა) ორგანიზება გაუკეთოს თბილისის  დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;

ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.

3. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება:

ა)  უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

ბ)  მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;

გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების  მეშვეობით;

დ) თბილისის  მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;

ე) თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.

4. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება, ასევე ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვით მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორის მეშვეობით ხელშეკრულების საფუძველზე.

5.  თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული უფლებამოსილება  შეიძლება განხორციელდეს ცალ-ცალკე ან სრულად.

6. თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს. თბილისის მთავრობა  თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.

7. თბილისის მთავრობას თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების სფეროში უფლებამოსილებები შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს.

8. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების,  რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.

10. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს  თბილისის საკრებულო.

11. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი,  აგრეთვე სამსახური ან ოპერატორები (მათ შორის მომხმარებლის მიერ შერჩეული ოპერატორი), ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ თბილისის საკრებულოსა და თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტებ