1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების  მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზ