,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2015 წლის 7 დეკემბერი ქ. თერჯოლა |
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1.
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა) ასაშენებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარი;
ბ) ასაშენებელი კომერციული დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარი;
დ) ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენის, II კატეგორიის წყალარინების მილის, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, III კატეგორიის საავტომობილო გზის, II კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო II კატეგორიის ნავთობსადენის და გაზსადენის, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზის, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, II კატეგორიის რკინიგზის, II კატეგორიის საავტომობილო გზის, I კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,2 ლარის ოდენობით;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან განთავისუფლდეს:
ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №1 -ის შესაბამისად.’’
ბ) დადგენილების დანართი №1-ის მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე, ხოლო ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული გრძივი მეტრის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.’’.
|