„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2020 წლის 28 თებერვალი დაბა ქედა |
ა) დადგენილების „პირველი“ და „მე-2“ მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ბ) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
დ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ე) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ვ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით;
ზ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის - 400 ლარის ოდენობით;
თ) იმ ობიექტებზე, რომელთა მშენებლობისათვის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილია მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის ოდენობის გათვალისწინებით და გასულია მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემისას გადახდილი უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის შესაბამისად განსაზღვრული მოსაკრებელი.
2. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლი:
ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე – 0.50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარი თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე - 0,25 (ოცდახუთი თეთრი) ლარი თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს – 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;
გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლი, თანახმად დანართი №3-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს:
ა) ინსტრუქცია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, თანახმად დანართი №1-ისა;
ბ) ინსტრუქცია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის შესახებ, თანახმად დანართი №2-ისა.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტების მშენებლობა, ხოლო მშენებლობის ნებართვის მოპოვებას არ საჭიროებს და მისგან გათავისუფლდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები, რომელთა საქმიანობაზე ან ქმედებებზე არ ვრცელდება ამავე კანონის მოქმედება.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ინსტრუქცია
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის
გამოანგარიშებისა და გადახდის
წესის შესახებ
1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის გაცემის (მიღების) და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
2. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მშენებლობის ობიექტის მესაკუთრე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს განახორციელოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად შედგენილი პროექტით განსაზღვრული ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემის ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ნებართვაში მითითებული თარიღიდან არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში მითითებულ ვადებში.
3. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) ობიექტები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
1. მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებით.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. გამონაკლისია ხაზობრივი ნაგებობები, რომელზედაც მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ხაზობრივი ნაგებობის გრძივი მეტრების მიხედვით. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის ნებართვაზე ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა მოიცავს როგორც ხაზობრივი ნაგებობის, ისე ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსების მოსაკრებელსაც. ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსებაზე ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდაზე კონტროლი
მოსაკრებლის თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე, ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე კონტროლს ახორციელებს და პასუხისმგებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
1. მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
2. თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტსა და მშენებლობის სანებაართვო მოწმობას ხელს აწერს ქედის მუნიციპალიტეტის მერი.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“.
|