„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2020 წლის 28 დეკემბერი დაბა ქედა |
1. დადგენილების „მე-2“ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტების მშენებლობა, ხოლო თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება.“
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის გაცემის (მიღების) მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული
ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“.
|