ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2018 წლის 30 მარტი ქ. ქარელი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) განიხილავს, ან/და შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურებრივი ეთიკის და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვასა და შესრულებას“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, კომისიების, საკრებულოს აპარატის დებულების პროექტებთან დაკავშირებით და ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს სხდომისთვის. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების დებულებათა პროექტებს და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებს; მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში და ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს.“.
|