ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2018 წლის 30 მარტი ქ. ქარელი |
1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3 კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“.
2.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) განიხილავს საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის შესაბამისად, მერის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს”.
3.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ, თანამომხსენებლად გამოდის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“.
4.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცების, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასხდელების 5%-ს“.
5.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) განიხილავს მერის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს“.
|