ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №37 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016273
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 22 დეკემბერი

დ. ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N37 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  №37  დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  კულტურის, განათლების,  სპორტის   და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის   დებულების დამტკიცების შესახებ“  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  ვებგვერდი  09/09/2014  სარეგისტრაციო  კოდი  010250050.35.128.016182)

1.დადგენილებით  დამტკიცებულ  №1 დანართის  პირველი მუხლის   პირველი   პუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

,,1. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ  ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი  კულტურის, განათლების და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, კულტურის, განათლების,  სპორტის და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.“.

2. დადგენილებით  დამტკიცებულ  №1 დანართის  მე-2 მუხლის   პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

,,1. კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციაა:“.

3. დადგენილებით  დამტკიცებულ  №1 დანართის  მე-3  მუხლის   მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

,,2. სამსახური აერთიანებს:

ა) სამსახურის უფროსს:

ბ) მთავარ სპეციალისტებს:

გ) უფროს სპეციალისტებს;

დ) სპეციალისტს.“.

4. დადგენილებით  დამტკიცებულ №1 დანართის  მე-4  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

,,1. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.".

,,2. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.“.

5. დადგენილებით  დამტკიცებულ №1 დანართის  მე-4  მუხლის  მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

,,თ) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის  ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 29 დეკემბრიდან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე