„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2025 წლის 10 მარტი

დაბა ხარაგაული

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №37 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016182) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება შემდეგი რედაქციით ( დანართი თან ერთვის)“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება“;

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის სათაური და ამავე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური“

„1.კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას“;

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ფუნქციაა:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურისა და სასპორტო ორგანიზაციების განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება;

ბ) წინადადებისა და პროექტების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;

გ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;

დ) კულტურული, სპორტული,ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა და ჩატარება;

ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

ვ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

ზ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების ხელშეწყობა მათში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით. გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;

თ) ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების შემუშავება და განხორციელება. მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობის, ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა;

ი) მისი კომპეტენციის სფეროში, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათ საქმიანობაზე კონტროლი;

კ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე“ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღონისძიებების ჩატარება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე