„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016400
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2017 წლის 30 ივნისი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016213, 22/08/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები

2.აპარატი შედგება პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან. პროფესიული საჯარო მოხელეებია: პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი), მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი), მესამე რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებია: თანაშემწე, მძღოლი და დამლაგებელი“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი)

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი);

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

გ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხვა დავალებებს, რაც უკავშირდება მათი უფლებამოსილებების განხორციელებას;

ე) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი)“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი)

1.აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძრვანელი (განყოფილების უფროსი), რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი(განყოფილების უფროსი):

ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისა და ამ ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგემარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფილების საკითხებზე;

3. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის (აპარატის უფროსი) წინაშე.

4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. კონკურსისა და ატესტაციის ჩამტარებელი ორგანო და ჩატარების წესი განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება   ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე