“მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2020 წლის 12 თებერვალი ქ. მარნეული |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესი“.
3. დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესი“ (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში „ბენეფიციარი“) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნებს და პირობებს.“.
4. დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. წესით მოსარგებლენი
წესით მოსარგებლე ბენეფიციარი შეიძლება იყოს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე პირის წარმომადგენელი ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციები.“.
5. დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. წესით მოსარგებლის განცხადების განხილვის წესი
1. წესით სარგებლობის უზრუნველსაყოფად ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარი მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტს წერილობით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) არასრულწლოვნის შემთხვევაში დამატებით უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) მომსახურების ხარჯების ინვოისი/ანგარიშფაქტურა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ე) ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და ამ ორგანიზაციის მიერ სათანადო წესით დამოწმებული წესდების (დებულება) ასლი.
2. განცხადების სისწორეს და შინაარსობრივ მხარეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს (შემდგომში ’’მერი“) დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახური (შემდგომში ’’სამსახური“), რომელიც შემოწმების შედეგების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
3. სამსახური ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, განცხადების წარმოდგენილ მოთხოვნაზე სათანადო რეკომენდაციის გაცემის მიზნით მოხსენებით ბარათს აგზავნის მუნიციპალიტეტის მერიაში საამისოდ შექმნილ „მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოში“ (შემდგომში ’’საბჭო“), რომელიც საკითხზე გადაწყვეტილების პროექტის შემუშავების მიზნით, საოქმო ჩანაწერის ფორმით ამზადებს სათანადო რეკომენდაციას და წარუდგენს მერს. მერი ითვალისწინებს წარდგენილ რეკომენდაციას და სამსახურის მონაწილეობით ამზადებს გადაწყვეტილებას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს საბჭოს ხელახალი განხილვის მიზნით.
4. საბჭოს დებულებას და შემადგენლობას ამტკიცებს მერი.
5. მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება ბენეფიციარს და სხვა დაინტერესებულ მხარეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.02.2020.
- როდის იქნა მიღებული “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ?
- “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ მიღებულია 12.02.2020. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.159.016410.
- რამდენი მუხლისგან შედგება “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შესახებ, №5, 12.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016410 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4797647/