„მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2019 ბოლო ცვლილება 12.02.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.159.016405
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2019 წლის 24 დეკემბერი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ
საქრთველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე–2 ნაწილის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი №1
მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესი" (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს  მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში „ბენეფიციარი“) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნებს და პირობებს.

მუხლი 2. წესის მიზანი

ამ წესის მიზანს წარმოადგენს ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ-შემოქედებითი ღონისძიებებში ჩართვა.

მუხლი 3. წესით მოსარგებლენი

აღნიშნული წესით სარგებლობე ბენეფიციარი შეიძლება იყოს:

ა) შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირის სტატუსის მქონე მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე;

ბ) შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირის სტატუსის მქონე პირის წარმომადგენელი ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;

გ) შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირთა სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციები.

მუხლი 4. წესით განსაზღვრული მომსახურების სახეები

მომსახურების სახეებია:

ა) ბენეფიციართათვის კულტურულ - შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ბენეფიციართათვის განათლების და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა;

გ) ბენეფიციართათვის სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა.

მუხლი 5. წესით მოსარგებლის განცხადების განხილვის წესი

1. წესით სარგებლობის უზრუნველსაყოფად ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარი მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტს წერილობით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართელოს მოქალაქეობისა ან/და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) არასრულწლოვნის შემთხვევაში დამატებით უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გ) მომსახურების ხარჯების ინვოისი/ანგარიშფაქტურა;

დ) შეზღუდული შესაძლებოლების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;

ე) ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და ამ ორგანიზაციის მიერ სათანადო წესით დამოწმებული წესდების (დებულება) ასლი.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზს, აღრიცხვას და წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს (შემდგომში "მერი") დაქვემდებარებული სათანადო (დარგობრივი) სტრუქტურული ერთეული.

3. სამსახური განიხილავს ბენეფიციარისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და დაფინანსების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით საკითხს აგზავნის მუნიციპალიტეტის მერიაში საამისოდ შექმნილ "მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო"-ში (შემდგომში "საბჭო"), რომელიც საოქმო ჩანაწერის ფორმით რეკომენდაციის სახით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის მერს. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ითვალისწინებს წარდგენილ რეკომენდაციას ან განმეორებითი განხილვის მიზნით დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს საბჭოს.

4. საბჭოს დებულებას და შემადგენლობას ამტკიცებს მერი.

5. მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწვეტილება ეცნობება ბენეფიციარს და სხვა დაინტერესებულ მხარეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 6. წესით გათვალისიწინებული დაფინანსებ

1. წესით გათვალისწინებული ხელშეწყობის დაფინანსება ხორციელდება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სოციალური დახმარების, არამატერიალიზებული ვაუჩერის ან საპროექტო განაცხადის საფუძველზე. შენიშვნების შემთხვევაში მერი უფლებამოსილია მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადის დაზუსტება.

2. პროგრამით გათვალისწინებული გაწეული ხელშეწყობისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა ხორციელდება სამსახურის მიერ.

მუხლი 7. შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგი

1. შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგი ხდება სამსახურის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

2. შემთხვევის შერჩევითი მონიტორინგისას ხდება მიმწოდებლებთან სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ ბენეფიციართან გასაუბრება.

3. შემთხვევითი მონიტორინგი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენას.

4. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას.

მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება

1. შესრულებულ სამუშაოზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

2. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) პროგრამის დასახელება;

გ) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება;

დ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ე) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

3. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.