წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 5 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (5)
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ 29.01.2016
- „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; 31.10.2014
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქ 30.03.2015
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და მისი განთავსების წესის დამტკი 30.05.2016
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ 30.09.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2018 წლის 31 მაისი ქ. წალენჯიხა |
„მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი დანართი №2-ის შესაბამისად;“.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი“.
„1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“.
„ა) სტაჟირება – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არ ანაზღაურდება;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.“.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:“.
„ა) განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების (რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება) სახელზე;“.
„2. კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის დაწესდება დამატებითი პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით.“.
„4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომლებიც განსაზღვრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას;“.
„6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ერთეულს, ხოლო საკრებულოს აპარატში – 6 ერთეულს.“
„ბ) დაესწროს მერიისა და საკრებულოს თათბირებსა და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.“.
„3.სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ხოლო საკრებულოში-საკრებულოს აპარატის უფროსი.“.
„1.სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ( მერი/საკრებულოს თავმჯდომარე) სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.“.
ა.ლ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დანართი №2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ------------------------------------- (ადგილობრივი თვითმმ. ორგანო)
სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
სერტიფიკატი №
სერტიფიკატი ეძლევა
-------------------------------------------------
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში /მერია, საკრებულო/ სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის
---------------------------- ----------------------------
ხელმოწერა თარიღი
ბ. ა
|
„ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;“
„თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიცირებული საკითხი;“.
„ღ) მოისმინოს მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;“.
„ბ) მუნიციპალიტეტის მერს-საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;“.
„2. საინციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინციატივის რეგისტრაციის თაობაზე.“.
„4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობასა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
5. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ინიციატივის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.“.
„7. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის/მერიის უფლებამოსილი პირის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“.
„9.რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერა.
10. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
11. მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს მერის ბრძანებით უარი ეთქმება საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.“
„14. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“.
17.საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება.“
„ მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
1.დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით, უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
2. მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს უფლება რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში, რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.
3. მუნიციპალიტეტის მერი მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში თავად ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.
4. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა.“
„ 1.რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.“.
„4. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/ სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე.“.
„ 2. საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი,დაბადების თარიღი (დღე,თვე,წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
3. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას-საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არყოფნისას-საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით- მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.“
„5. სხდომის აუდიოვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.“
„ ვ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.
ზ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;“
„2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.
3. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-12 პუნქტების გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მერის უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.
„5.მუნიციპალიტეტის მერია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
6. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის რეგისტრირებული კანდიდატების სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას.“.
„3. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ რჩეული, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს მუნიციპალიტეტის მერი.“
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ წალენჯიხის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საორგანიზაციო განყოფილებისათვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.“.
„დ) აუქციონი-გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;“.
„1. სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში ნებართვა გაუქმდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.“.
„3. სარეკლამო საშუალებების მფლობელს უფლება აქვს სანებართვო პირობების შესაბამისად თავისი უფლებები და მოვალეობები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი თანხმობით გადასცეს მესამე პირს. ამასთან აუცილებელია მესამე პირმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი წინადადება აუქციონში გამარჯვებული პირის ვალდებულებების სათანადოდ შესრულების თაობაზე. უფლებამოსილების გადაცემა არ განიხილება სანებართვო პირობების შეცვლის საფუძვლად.
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტის და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით (სარეკლამო საშუალებების განთავსების ადგილი გაბარიტული ზომებისა და ფორმების მითითებით), რომელიც მტკიცდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერიის მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორციელდეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.“.
„2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.“.
„5.გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი.“.
„2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეკლამის გავრცელებაზე გაცემული ნებართვის ნომერი.“.
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არ არსებობის შემთხვევაში , გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.“.
„8. ნებართვის გაცემის ფასის სრულად და დროულად გადახდაზე კონტროლის განხორციელება ეკისრება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.“.
„2. ნებართვის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი შესაძლებელია წერილობით შეთანხმდნენ შესაბამისი სარეკლამო საშუალების (საშუალებების) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კონკრეტული შემთხვევა დარეგულირებული უნდა იქნეს ხელშეკრულებით.“
„1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
„1.ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს :“.
„3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას წერილის სახით ღებულობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება (წერილის ასლი) ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.“.
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
„ბ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის-ფიზიკური პირებისათვის, ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,30 ლარის ოდენობით. ამასთან, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.“
„4. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახი გათავისუფლდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.“.
|