წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2014 წლის 30 სექტემბერი ქ. წალენჯიხა |
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება1.
ეს დებულება ადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (შემდგომში ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.2.
ვებგვერდის დანიშნულებაა:ა)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.3.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია:1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება;2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;გ)
ინფორმაციის განთავსებას;დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოსათვის;ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია:ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;გ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;ვ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:ა)
მუდმივად განახლებადი;ბ)
ყოველკვირეული;გ)
ყოველთვიური.1.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების; საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებისათვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება.3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია:ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.გ)
ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.ა)
მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);ბ)
მუნიციპალიტეტი;გ)
თვითმმართველობა;დ)
საჭირო ინფორმაცია;ე)
კონტაქტი.1.
ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:ა)
ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი;ბ)
სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);გ)
ადმინისტრაციულ-ტერტორიული დაყოფა (სოფლების მითითებით);დ)
ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები);ე)
ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები);ვ)
ინფრასტრუქტურა;ზ)
კულტურა და სპორტი (თეატრები და კუტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები);თ)
განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები);ი)
ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დამხარების სადგურები, აფთიაქები);2.
თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:ა)
საკრებულო:ბ)
სამართლებრივი აქტები:გ)
ბიუჯეტი;დ)
მუნიციპალური პროგრამები;ე)
აუქციონები და კონკურსები:ვ)
ვაკანსიები.3.
საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები.4.
კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.