ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2014 წლის 1 სექტემბერი ქ. ახმეტა
|
|
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ- პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.myakhmeta.ge.
ა) ადგილობრივი თვითმმართვრელობის ორგანოები;
ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
ა) მუდმივი განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ;
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ;
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ა) მთვარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) თვითმმართველობა;
დ) საჭირო ინფორმაცია;
ე) კონტაქტი.
ა) ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი;
ბ) სიმბოლიკა ( მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);
გ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა ( სოფლების მითითებით);
დ) ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრვი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები);
ე) ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები, და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები);
ვ) ინფრასტრუქტურა;
ზ) კულტურა და სპორტი (თეატრები და კულტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები);
თ) განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სპორტული სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები);
ი) ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დახმარების სადგურები, აფთიაქები).
2. თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა) საკრებულო:
ა.ა) თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.ბ) მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა:
ა.დ) საკრებულოს ფრაქციები;
ა.ე) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
ა.ვ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება,სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები), საკრებულოს სხდომის ოქმი;
ა.ზ) აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ა.თ) ანგარიში.
ბ) გამგეობა:
ბ.ა) გამგებელი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ.ბ) პირველი მოადგილე, მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ.გ) ადმინისტრაცია (სტრუქტურული ერთეულები, სტრუქტურული ერთეულის დებულება);
ბ.დ) სამსახურები (ხელმძღვანელი, უფლებამოსილება, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ბ.ე) ადმინისტრაციული ერთეულები (ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრები, შემავალი დასახლებული პუნქტები, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, მისი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
გ) სამართლებრივი აქტები;
გ.ა) კანონმდებლობა(თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები);
გ.ბ) დადგენილებები;
გ.გ) გადაწყვეტილებები (საკრებულოს განკარგულებები);
გ.დ) ნორმატიული აქტების პროექტები (საკრებულოს დადგენილებათა პროექტები);
დ) ბიუჯეტი;
ე) მუნიციპალური პროგრამები;
ვ) აუქციონები;
ზ) კონკურსები;
თ) ერთი ფანჯრის სამსახური;
ი) ვაკანსიები.
3. საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები.
4. კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ელფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.