ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №127 |
|
2014 წლის 26 სექტემბერი ქ. ბაღდათი |
|
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის.
ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია: www.bagdati.gov.ge
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლისა და დაბლოკვისაგან.
3. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
ე) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ვ) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ზ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული,ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი;
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივი განახლებადი - ყოველი დღის 14:00 სთ.
ბ) ყოველკვირეული - ყოველ სამშაბათს 14:00 სთ.
გ) ყოველთვიური - ყოველი თვის 15 რიცხვის 14:00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ამ წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით.
2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი- ბაღდათის მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ) საკრებულო;
გ) გამგეობა;
დ) განცხადებები;
ე) ცნობარი;
ვ) პროგრამები და პროექტები;
ზ) ახალი ამბები;
თ) გამოხმაურებები;
ა) ზოგადი ინფორმაცია (ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი);
ბ) მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);
გ) ბუნებრივი რესურსები;
დ) ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, მცირე საწარმოები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები);
გ) ინფრასტრუქტურა;
ვ) ჯანდაცვა (საავადმყოფო, ამბულატორიები, სასწრაფო დახმარების სადგური, აფთიაქები);
ზ) განათლება (პროფესიული სასწავლებელი,ზოგადსაგანმანათლებლო, სპორტული სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები);
თ) სპორტი და კულტურა (სპორტული კლუბები და სპორტული ნაგებობები, თეატრები, კულტურის სახლები, კლუბები);
ი) ტურიზმი (კურორტები, ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნავი ადგილები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები, კვების ობიექტები);
კ) მუნიციპალიტეტის რუკა , საკადასტრო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაციები;
2. გამგეობა იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) გამგეობის დებულება;
ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
გ) გამგეობის სტრუქტურა;
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა სამსახურის ტელეფონის ნომრების მითითებით);
3. საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულოს ბიურო (საკრებულოს თანამდებობის პირები-თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია,პარტიულობა,უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები.
ბ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისია და საკრებულოს ფრაქცია);
გ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება,სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის დებულებები);
დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება,სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა);
ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება ფრაქციის შემადგენლობა);
ვ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი-მოკლე ბიოგრაფია,პროფესია,სამსახურის ტელეფონი, მისამართი) აპარატის სტრუქტურა,( პერსონალური შემადგენლობა, თანამდებობებისა და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ზ) საკრებულოს რეგლამენტი;
4. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად;
ა) საკრებულოს სამართლებრივი აქტები:
ა.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;
ბ) გამგებლის ბრძანებები;
გ) გამგებლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებები.
5. განცხადებების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად;
ა) ტენდერები; აუქციონები;
ბ) ვაკანსიები, კონკურსები.
6. ცნობარის განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების, ორგანიზაციების, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, კულტურული და ტურისტული ობიექტების და სხვა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი საცნობარო ინფორმაცია.
7. პროგრამებისა და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუნიციპალური პროგრამები;
ბ) საინვესტიციო პროექტები;
8. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
9. გამოხმაურებების ქვეგანყოფილებაში თავსდება მოქალაქეების გამოხმაურებები ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ.