ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 27 აგვისტო ქ. ქუთაისი |
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
|
ვებგვერდის დებულება
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ–პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირი ქალაქის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტსა და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემებისა და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ, გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.Kutaisi.gov.ge.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებასა და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციასა და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარისა და მერისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლისა და დაბლოკვისაგან.
3. საკრებულოსა და მერიის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური /შესაბამისი მითითებით/ ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოები;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი /ყოველდღიური/;
ბ) პერიოდული /ყოველკვირეული, ყოველთვიური/;
გ) ერთჯერადი.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის გვერდზე განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 13.00 სთ;
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ;
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების საფუძველზე.
2. ბიუჯეტი;
3. ინფრასტრუქტურა;
4. ბიზნესი;
5. ისტორია;
6. ახალი ამბები;
7. განათლება, მეცნიერება;
8. სოციალური სფერო;
9. ბუნებრივი რესურსები;
10. ღირსშესანიშნაობები;
11. რელიგია;
12. მართლწესრიგი;
13. სამუშაო ჯგუფი;
14. კონტაქტები;
15. ბმულები.
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულო:
ა.ა) საკრებულოს რეგლამენტი, სამუშაო გეგმა;
ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები /თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები/;
ა.გ) საკრებულოს მაჟორიტარი წევრები;
ა.დ) საკრებულოს წევრები;
ა.ე) საკრებულოს კომისიები /დებულება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა/;
ა.ვ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები /დებულება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა/;
ა.ზ) საკრებულოს ფრაქციები /ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები/;
ა.თ) საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა;
ა.ი) საკრებულოს აპარატი /აპარატის დებულება/, აპარატის უფროსი /მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი/, აპარატის სტრუქტურა.
ბ) მუნიციპალიტეტის მერია:
ბ.ა) მერიის დებულება;
ბ.ბ) მერიის თანამდებობის პირები /თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები/;
ბ.გ) მერიის სტრუქტურა;
ბ.დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები /სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა, თანამდებობისა და სამსახურის ტელეფონის მითითებით/;
ბ.ე) მერიის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში /სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი/.
2. სამართლებრივი აქტების ვებგვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
ა.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;
ა.ბ) მერის ბრძანებები;
ა.გ) მერის პირველი მოადგილის ბრძანებები;
ა.დ) მერის მოადგილის ბრძანებები;
ა.ე) სტრუქტურული ერთეულების, სამსახურის უფროსის ბრძანებები;
ა.ვ) პროექტები;
ა.ზ) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები.
3. ვებგვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად:
ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;
ბ) ისტორია;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
დ) მუნიციპალიტეტის რუკა.
4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად:
ა) ეკონომიკა;
ბ) მრეწველობა;
გ) მიწათმოწყობა;
დ) ბუნებრივი რესურსები;
ე) საბინაო–კომუნალური მეურნეობა;
ვ) მუნიციპალიტეტის ქონება;
ზ) ტრანსპორტი;
თ) ტურიზმი.
6. სოციალური სფეროს გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად:
ა) განათლება;
ბ) კულტურა;
გ) ჯანმრთელობის დაცვა;
დ) სპორტი;
ე) სოციალური დაცვა;
ვ) ახალგაზრდობა;
ზ) მასმედია;
თ) არასამეწარმეო /არაკომერციული/ ორგანიზაციები.
7. კონტაქტების გვერდზე თავსდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია /მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი/.