წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016536
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2023 წლის 29 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/08/2023, სარეგ. კოდი: 010250020.35.104.016532) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ქ. წალენჯიხაში – ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა“ (ს/კ 442728210) და ქ. ჯვარში – ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ 442728201) მიერ ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადდეს ქ. წალენჯიხაში – ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში“ (ს/კ 442728210) და ქ. ჯვარში – ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში“ (ს/კ 442728201) და წარადგინოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯის და ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. წალენჯიხაში – ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს“ (ს/კ 442728210) და ქ. ჯვარში – ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს“ (ს/კ 442728201).“.

მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის  25 აგვისტოს №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2023 წ., სარეგ. კოდი: 190040000.35.104.016530) :

ა) დადგენილების 1-ლი მუხლის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი №4)“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის, მოსახლეობასთან შეხვედრისა და სხვა აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა (დანართი №5);  

ბ) დადგენილების 1-ელ მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების საბოლოო ანაზღაურების ფორმა (დანართი №6);

გ) დადგენილების  დანართი №1-ის:

გ.ა) 1-ლი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ასანაზღაურებელი ხარჯები“;

გ.ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ბ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის, მოსახლეობასთან შეხვედრისა და სხვა აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები არაუმეტეს 200 ლარისა (ფორმა №5).“;

გ.გ) მე-3 მუხლის:

გ.გ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ხარჯების შეჯამების საფუძველზე დგება საკრებულოს წევრის მიერ თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი ( დანართი №6).“;

გ.გ.ბ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ იმ საკრებულოს წევრებს, რომლებიც არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებს და არ მონაწილეობდნენ საკითხების განხილვაში.“;

გ.გ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ უფლებამოსილი პირები (საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში) ყოველი თვის ბოლომდე საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, რის შემდეგ, საკრებულოს აპარატი ამზადებს ბრძანებას თვის განმავლობაში საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.“;        

გ.დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.  ასანაზღაურებელი  ხარჯების დარიცხვა

საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.“;

დ) დადგენილების №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „დანართი №5

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის, მოსახლეობასთან შეხვედრისა და სხვა აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა

 

                                                   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს

 

წარმოგიდგენთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის, მოსახლეობასთან შეხვედრისა და სხვა აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

(20---წლის----------------- თვე)

N

საკრებულოს წევრის სახელი, გვარი

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური საქმიანობა, მოსახლეობასთან შეხვედრა და სხვა აქტივობები

გასაცემი თანხა

1

 

 

 

       

    ------------------------------------------------------------------------------------------------

საკრებულოს წევრი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)

შენიშვნა:ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.“;

ე) დადგენილებას დაემატოს  №6 დანართი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                   „დანართი №6

 წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების საბოლოო ანაზღაურების ფორმა

 

N

 გვარი, სახელი

20 ...  წლის   .............. თვის ასანაზღაურებელი თანხა ლარებში

პირადი

ნომერი

ანგარიშის ნომერი

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

„“.

მუხლი 3
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია