„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2023 წლის 24 თებერვალი ქ. წალენჯიხა |
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საკრებულოს სამუშაო გეგმისა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება;“
ბ) მე-14 მუხლის :
ბ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე;“;
ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე- 4 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომაზე ზედიზედ 6 თვის განმავლობაში გამოუცხადებლობის მიზეზებს ან გამოითხოვს/ამოწმებს ინფორმაციას საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ საკრებულოს წევრის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიო ან საკრებულოს წევრი/ თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უახლოეს სხდომას განსახილველად, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“;
გ) მე-19 მუხლის:
გ.ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“;
გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში;“;
დ) მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში;“;
ე) 21-ე მუხლის:
ე.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;“
ე.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“;
ვ) 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 105-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“.
|