„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №346 |
|
2025 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შეიმუშავებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერას;“;
ბ) მე-16 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მეთაურს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის, ასევე თავდაცვის ძალების ფუნქციების განხორციელებაში;“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამზადებს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს და განსაზღვრავს სტრატეგიულ-ოპერატიულ მიმართულებებს; თავდაცვის ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას;“;
ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ახორციელებს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფას; ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირებას, ზედამხედველობასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას;“;
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. აღმოსავლეთის სარდლობა − თავდაცვის გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში უზრუნველყოფს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას, ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვას, კონტროლს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანის შესრულებას, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებსა და სხვა სახის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, საგანგებო მდგომარეობის ან/და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
დ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. დასავლეთის სარდლობა – თავდაცვის გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში უზრუნველყოფს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას, ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვას, კონტროლს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანის შესრულებას, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებსა და სხვა სახის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, საგანგებო მდგომარეობის ან/და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ე) 21-ე პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფას, ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფას;“.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 2 სექტემბრიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.08.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №346. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.025237.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №346, 12.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025237 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6604773/