„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №63 |
|
2016 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლის:
ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მისი და მისი ოჯახის წევრთა მიმართ ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების უშუალოდ განმახორციელებელ მოსამსახურეებს;“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს, განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომით სამსახურისთვის მიყენებული ზიანის (ზარალის) ანაზღაურების წესს.“.
2. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მათი ოჯახების წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაცია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში;
გ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის სხვა დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
დ) 2013 წლის 17 ნოემბრის შემდგომი პერიოდიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების დაცვით უზრუნველყოფა პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);
ე) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვით უზრუნველყოფა პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);
ვ) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით) დაცვით უზრუნველყოფა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სხვა პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
თ) იმ პირთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა;
ი) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
კ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.“;
ბ) „21“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ოპერატიული ინფორმაციის ან/და სხვა ობიექტური წინაპირობების საფუძველზე, დასაცავი პირების დროებითი სამყოფელის დაცვითი ღონისძიებების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №63. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.10.003.019127.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №63, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.019127 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190075/