„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№393
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.023604
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №393

2022 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2021, 280120000.10.003.023190) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

 

1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) №1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთანავე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული

ერთეული

ამ დანართის
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ქ. თბილისი

550

ქ. ქუთაისი

82

ქ. რუსთავი

44

გორის მუნიციპალიტეტი

30

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

30

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

20

თელავის მუნიციპალიტეტი

39

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

38

მცხეთის მუნიციპალიტეტი

40

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

15

სენაკის მუნიციპალიტეტი

30

ხონის მუნიციპალიტეტი

14

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

12

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

20

ქ. ზუგდიდი

20

მარნეულის მუნიციპალიტეტი

20

სულ

1029

“;

ბ) №1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.2, 1.2.3, 1.2.4, 1.2.5 (გარდა 1.2.5.1-ისა), 1.2.6 და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში, ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ზრუნვის სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.2, 1.2.3, 1.2.4, 1.2.5 (გარდა 1.2.5.1-ისა), 1.2.6 და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

გ) №1.2.1 დანართის („ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 522 520 ლარით, მათ შორის, მექანიკური ეტლებისთვის – 401 000 ლარით, ელექტროეტლებისთვის –  909 520 ლარით, საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელ-ეტლებისთვის –   212 000 ლარით.“;

დ) №1.2.2 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“):

დ.ა) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში (თუ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, ხოლო თვალის პროთეზის შემთხვევაში – 24 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან გაუფრთხილებლობას. 18 წლამდე ასაკის ბავშვების პროთეზირების შემთხვევაში, როდესაც ფიზიოლოგიური (კიდურის ზრდა), ან დაავადების, ან ტრავმით გამოწვეული ცვლილებების გამო, შეუძლებელია და უკუნაჩვენებია უკვე მიღებული პროთეზით სარგებლობა, საგარანტიო ვადა განისაზღვროს საჭიროების მიხედვით;“;

დ.ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთანავე, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყველა შემთხვევაში;

ბ) პროთეზის  საჭიროების შემთხვევაში – შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გარდა საპენსიო ასაკის პირისა). იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს გასულ წლებში (გარდა მიმდინარე წლისა) და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2-ში არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი, ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და პროთეზის საჭიროება;

გ) ნებისმიერი დონის ორთეზის საჭირობის შემთხვევაში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და ორთეზის საჭიროება;

დ) თვალის პროთეზის საჭიროების შემთხვევაში – პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი (ანოფთალმია – ICD-10 კოდი-Q11.1 ან მიკროფთალმია – ICD-10 კოდი-Q11.2) და თვალის პროთეზის საჭიროება;

ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

ე.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

დ.გ) მე-4 მუხლის:

დ.გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 100 000 ლარით (მათ შორის: არაუმეტეს 30 ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე პირის, ადგილზე, 5 დღის განმავლობაში სადღეღამისო მომსახურებისათვის 7 500 ლარი).“;

დ.გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების

ლიმიტი

I. პროთეზირება

 

1.1. ქვედა კიდურის პროთეზირება

 

1.1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით

1300

1.1.2. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით, სილიკონ ლაინერით

3900

1.1.3. პროთეზი ტერფის კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას, სილიკონ ლაინერის გარეშე

1400

1.2.  მუხლს ქვედა პროთეზი

 

1.2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში – ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით

3770

1.2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე

2327

1.2.3. მუხლს ქვედა პროტეზირება – სილიკონ ლაინერის შეცვლა (გაცემიდან 6 თვეში ერთხელ)

550

1.2.4. მუხლს ქვედა პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება და 2 სილიკონ ლაინერის შეცვლა (გაცემიდან 6 თვეში ერთხელ)

1600

1.2.5. მუხლს ქვედა პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება ლამინაციით (გაცემიდან 6 თვეში ერთხელ)

600

1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ამოსახსვრისას

 

1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით

4290

1.4. მუხლს ზედა პროთეზი

 

1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18-თვიანი გარანტიით

5135

1.4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე

3614

1.4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებითა და ლითონის კარკასით

1500

1.4.4. მოდულური პროთეზი მუხლის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით

4380

1.4.5. მოდულური პროთეზი მუხლის ამოსახსვრისას ეგზარტიკულაციის სახსრით ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონით

5900

1.4.6. მუხლს ზედა პროთეზირება – სილიკონ ლაინერის შეცვლა

690

1.4.7. მუხლს ზედა პროთეზირება პირველადი პროთეზირების შემთხვევაში  – განმეორებითი ბუდის დამზადება და 2 სილიკონ ლაინერის შეცვლა

1800

1.4.8. მუხლს ზედა ამპუტაციისა და მუხლის ამოსახსვირის პირველადი პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება ლამინაციით

800

2. ზედა კიდურის პროთეზირება

 

2.1. იდაყვს ზედა პროთეზი

 

2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

4342

2.1.2. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, სილიკონ ლაინერით

7410

2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი

 

2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

3250

2.2.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით

1690

2.2.3. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, სილიკონ ლაინერით

6150

II. ორთეზირება

 

1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

182

1.1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით, მოძრავი კოჭ-წვივის სახსრით

350

2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

1092

3. მუხლის ორთეზი

910

4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით

1287

5. ორთეზი იდაყვს ქვედა

130

6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით

234

7. ორთეზი კისრის დონეზე

195

8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე

910

9. ორთეზი წელის დონეზე

747

III. თვალის პროთეზირება

 

თვალის სტანდარტული პროთეზი

280

 .“;

ე) №1.2.5 დანართს („ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) დაემატოს შემდეგი შინაარსის №1.2.5.1 დანართი (ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი):

 

დანართი 1.2.5.1

 

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

მუხლი 1. ქვეკომპონენტის ამოცანა

ქვეკომპონენტის ამოცანაა საპილოტე პროექტის ფარგლებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეკომპონენტის ღონისძიებები

1. ქვეკომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) წინა წლებში „ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (№1.2.5 დანართი) ფარგლებში შესყიდული, ზრუნვის სააგენტოს ბალანსზე რიცხული დამხმარე საშუალებების კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისადმი, შემდგომი განკარგვის მიზნით გადაცემა, ცხრილში მოყვანილი სამედიცინო დაწესებულებებისა და დამხმარე საშუალებების სახეობებისა და რაოდენობების შესაბამისად:

 

 

 

დაწესებულება

 

ყავარჯენი

ხელჯოხ-ყავარჯენი

გადასაად-გილებელი ჩარჩო

1.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“

(ს/ნ: 404907730) – საგარეჯოს    მრავალპროფილური სამედიცინო  ცენტრი

5

6

5

2.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“

(ს/ნ: 404907730) – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო  ცენტრი

5

6

5

3.

სს „ევექსის კლინიკები“

(ს/ნ: 405327427) – თელავის კლინიკა

5

6

5

4.

სს „ევექსის კლინიკები“

(ს/ნ: 405327427) – ყვარლის კლინიკა

5

6

5

5.

შპს „არქიმედეს კლინიკა“

(ს/ნ: 404869567) – სიღნაღი

5

6

5

6.

შპს „რეგიონული ჯანდაცვის  ცენტრი“ (ს/ნ: 236035517) – დედოფლისწყარო

5

6

5

7.

შპს „არქიმედეს კლინიკა“

(ს/ნ: 404869567) ლაგოდეხი

5

6

5

8.

შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ჯანმრთელი თაობა“ (ს/ნ: 236035465)

5

6

5

;.         

ბ) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სასწავლო კურსის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პერსონალის მიერ ამ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების ადგილზე შერჩევა, მორგება, სწავლება და გაცემა.

2. სხვადასხვა პარამეტრების (ზომის ან სხვა მახასიათებლების) მქონე ერთი და იმავე სახეობის დამხმარე საშუალების შემთხვევაში, ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენლს შეუძლია, თავად აირჩიოს სასურველი პარამეტრების დამხმარე საშუალება.

მუხლი 3. ქვეკომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეკომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის ან გადასაადგილებელი ჩარჩოს საჭიროების მქონე პირები.

2.  ამ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს საპილოტე პროექტში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას.

3. სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პერსონალი სამედიცინო დოკუმენტაციაში (ამბულატორიული ბარათი) აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნული იქნება ამ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით.

მუხლი 4. ქვეკომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და  მომსახურების მიმწოდებელი

1. საქონლის მიმწოდებელია პირი/პირები (შპს „პი ემ ჯი“, შპს „ახალი ხედვა“, შპს „გლობალური მედიცინა“), რომლებისგანაც წინა წლებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების გზით, შესყიდულ იქნა „ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ გათვალისწინებული საქონელი.

2. მომსახურების მიმწოდებელია ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც დამხმარე საშუალებებს გადასცემს ზრუნვის სააგენტო.“;

ვ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

ვ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, სამიზნე ჯგუფისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია.“;

ვ.ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი.“;

ვ.გ) მე-3 მუხლის:

ვ.გ.ა) პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევას, სწავლებას და პრაქტიკული გამოყენების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და გამოცდილების შეძენასა და დასაქმებაში ხელშეწყობას;

ე) სურვილის, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;“;

ვ.გ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა საჭიროებისამებრ;“;

ვ.გ.გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინდივიდუალური დამხმარის მომსახურებებით უზრუნველყოფას (საჭიროების მქონე 1 ბენეფიცარზე 1 ინდივიდუალური დამხმარე დღის განმავლობაში და მომსახურებაში არანაკლებ 1 ინდივიდუალური დამხმარე ღამის განმავლობაში):

ბ.ა) რომელსაც ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან პროფესიული ზედამხედველი და კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება;

ბ.ბ)  შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს (6 ბენეფიციარზე 1 შემთხვევის მართვის მენეჯერი):

ბ.ბ.ა) რთული ქცევის შეფასებას;

ბ.ბ.ბ) ბენეფიციარის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

ბ.ბ.გ) ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

ბ.ბ.დ) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

ბ.ბ.ე) დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

ბ.ბ.ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

ბ.ბ.ზ) ინდივიდუალური დამხმარის ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

ბ.ბ.თ) ინდივიდუალური დამხმარის სამუშაო საათების დადგენას;

ბ.ბ.ი) ინდივიდუალური დამხმარის  პროფესიულ ზედამხედველობას;

ბ.ბ.კ) ინდივიდუალური დამხმარისათვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას;

ბ.ბ.ლ) სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს;

ბ.ბ.მ) ქცევის ფუნქციის დადგენის და/ან შემზღუდავი/შემაფერხებელი ტექნიკების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულტანტი BCBA-ის ჩართვას, რომელსაც აქვს რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/პირებთან მინიმუმ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და არის BCBA-ის (The Board Certified Behavior Analyst) ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის პროფესიული ზედამხედველობით;“;

ვ.გ.დ) მე-3 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ფსიქოლოგი (ქცევის თერაპევტი), ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, მხარდამჭერი (ასევე საჭიროებების გათვალისწინებით, სხვა სპეციალისტები) ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;

თ) სურვილის, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;“;

ვ.გ.ე) მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საჭიროების შემთხვევაში მომვლელის მომსახურებით უზრუნველყოფას (2 ბენეფიციარზე 1 მომვლელი);“;

ვ.გ.ვ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) არაუმეტეს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონა – ცენტრული) გეგმის შედგენას და ამ გეგმის შესაბამისად ბენეფიციართა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფას;

გ) ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც შესაძლებელია, ხორციელდებოდეს თავად ბენეფიციართა მიერ;

დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

ე) საყოფაცხოვრებო (მ. შ., თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა საჭიროებისამებრ;

ვ) ბენეფიციართა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

ზ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

თ) ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ადაპტირებული,  თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობით უზრუნველყოფას;

ი) ინდივიდუალური დამხმარის მომსახურებებით უზრუნველყოფას (არაუმეტეს 3 ბენეფიციარზე 1 ინდივიდუალური დამხმარე, მომსახურებაში არანაკლებ 1 ინდივიდუალური დამხმარე ღამის განმავლობაში):

ი.ა) რომელსაც ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი (9  ბენეფიციარზე 1 შემთხვევის მართვის მენეჯერი), არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან პროფესიული ზედამხედველი, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა;

ი.ბ)  რის ფარგლებშიც, შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:

ი.ბ.ა) ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

ი.ბ.ბ) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

ი.ბ.გ) დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

ი.ბ.დ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

ი.ბ.ე) ინდივიდუალური დამხმარის  ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

ი.ბ.ვ) ინდივიდუალური დამხმარის  სამუშაო საათების დადგენას;

ი.ბ.ზ) ინდივიდუალური დამხმარის  პროფესიულ ზედამხედველობას;

ი.ბ.თ) ინდივიდუალური დამხმარისათვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, მომვლელის მომსახურებით უზრუნველყოფას (2 ბენეფიციარზე 1 მომვლელი);

ლ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი და ექიმი (ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე მოწვეული სპეციალისტიც; მეტყველების თერაპევტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების შემთხვევაში – ფსიქიატრი, ფუნქციური მხედველობის შესაფასებლად  –  ორიენტაცია-მობილობის სპეციალისტი, სმენის პრობლემების შემთხვევაში – აუდიოლოგი და სხვ.) ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას.“;

ვ.დ) მე-4 მუხლის:

ვ.დ.ა) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:

„34. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფია ზრუნვის სააგენტოს ფილიალების 18 წლისა და უფროსი ასაკის მქონე ბენეფიციარები.“;

ვ.დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 430-ს (მათ შორის, 180 ხანდაზმული და 250 შშმ პირი),   „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 58-ს, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 12-ს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში 18-ს.“;

ვ.ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს 25 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 30 ლარს, ხოლო „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში – 35 ლარს, „ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში − 100 ლარს, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარს. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ სარგებლობა ფინანსდება 100%-ით.“.

2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) №2.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“):

ა.ა) მე-3 მუხლის:

ა.ა.ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ა.ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 230 000  ლარით, ამასთანავე, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 1 070 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 2 160 000  ლარით.“;

ბ) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის:

ბ.ა.) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 3 წლამდე ასაკის (3 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან/ძირითად მზრუნველებთან/ მინდობით აღმზრდელთან მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას, ასევე, მომსახურების მომწოდებლის მიერ წერილობით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, დისტანციურ მომსახურებას (თვეში არაუმეტეს 2 ვიზიტისა) და  ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 3 წლიდან 7 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში, ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ან/და ბენეფიციარების ვიზიტებს ცენტრში (მომსახურების მომწოდებლის მიერ შესაძლებლობისა და ბენეფიციარის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/ძირითადი მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის სურვილის გათვალისწინებით), ასევე, მომსახურების მომწოდებლის მიერ წერილობით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, დისტანციურ მომსახურებას (თვეში არაუმეტეს 2 ვიზიტისა) და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:“;

გ) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“):

გ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ჩაატაროს ასევე: ქცევითი თერაპია, აკვათერაპია, ხელოვნებით თერაპია, პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახი), სპეციალური მასწავლებლის მომსახურება, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსები, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად;“;

გ.ბ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 20 სეანსის ჩატარებას და უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 17 ლარზე. ასევე, მომსახურების მომწოდებლის მიერ წერილობით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, დისტანციურ მომსახურებას (თვეში არაუმეტეს 3 სეანსისა).“;

დ) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან, საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადის გათვალისწინებით. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი, მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურებაში ჩართვის ვადის თაობაზე. ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვიდან 12 თვეზე, 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე.“;

დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთანავე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული

ერთეული

ამ დანართის

მე-3

მუხლის პირველი

პუნქტის „ა“

ქვეპუნქტით

განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები

ქ. თბილისი

274

294

40

 

ქ. ქუთაისი

50

75

16

12

ქ. რუსთავი

33

28

 

 

ქ. ბათუმი

 

51

 

 

გორის მუნიციპალიტეტი

60

30

 

 

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

23

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

 

26

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

16

 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

15

50

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

 

 

თელავის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

14

 

 

ქ. ფოთი

 

28

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

20

34

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

 

29

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი

 

49

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

 

 

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

20

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

 

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

 

 

ქ. წნორი

 

19

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

 

 

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

ბაღდათი

 

30

 

 

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

19

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი

25

20

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

39

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

30

 

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

სულ:

640

1175

56

12

.“;

ე) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

ე.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, განეკუთვნებიან 7-იდან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც დადასტურებულია ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის დასკვნით/შეფასებით, მომსახურება შესაძლებელია, გაგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან არაუმეტეს 9 თვის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში, ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

ქ. თბილისი

60

თელავის მუნიციპალიტეტი

10

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

10

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

10

ქ. ბორჯომი

10

სულ

100

.“;

ე.ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთანავე, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით 10 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 440 ლარისა. ერთჯერადი შემწოვი საფენების საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში, თითოეული ბენეფიციარის ამ პროდუქტით  უზრუნველყოფა საფენების ღირებულებისა და რაოდენობის შესაბამისად, ანაზღაურდება დამატებით, მაგრამ არაუმეტეს 60 ლარისა.“;

ვ) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის:

ვ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბენეფიციარისათვის მომსახურების:

ა) მიწოდება წყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) მიაღწია ქვეპროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ ასაკს;

ა.ბ) საკუთარი სურვილით წყვეტს ხელშეკრულებას;

ა.გ) გაუჩინარების შემთხვევაში (არაუმეტეს 20 დღისა);

ა.დ) შექმნა ოჯახი;

ა.ე) შეუჩერდა (ერთ სემესტრზე მეტი ვადით)/შეუწყდა სტუდენტის სტატუსი;

ა.ვ) დაარღვია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

ა.ზ) თუ ბენეფიციარმა თვითნებურად დატოვა მომსახურება, უარს აცხადებს დაბრუნებაზე და გასულია 2 თვე;

ა.თ) არსებობს სხვა გარემოება (მაგ.: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და სხვ.);

ბ) ანაზღაურების გაცემა ჩერდება შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) თუ ბენეფიციარმა თვითნებურად დატოვა მომსახურება და უარს აცხადებს დაბრუნებაზე;

ბ.ბ) თუ ბენეფიციარი საზღვარგარეთ იქნა გაყვანილი სასწავლებლად ან სამკურნალოდ 2 კვირაზე მეტი ვადით;

ბ.გ) თუ ბენეფიციარი სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფება მომსახურებაში 2 კვირა და არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლები;

ბ.დ) თუ ბენეფიციარი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“, „42“ და „43“ პუნქტები:

„41.  ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ – „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ მომსახურების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბენეფიციარის დაკავების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოში ინფორმაციის მიღებისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე აჩერებს მომსახურების ანაზღაურების გაცემას, სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან.

42. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისას ბენეფიციარის მომსახურებაში დაბრუნების შემთხვევაში, აღდგება მომსახურების ანაზღაურების გაცემა, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე (წარდგენის თარიღიდან), მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად,

43. შეჩერების პერიოდში მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ გაიცემა. აღდგენის შემთხვევაში, შეჩერების პერიოდში მიუღებელი თანხა გაცემას არ ექვემდებარება.“;

ზ) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  525 880 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი