„ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №91 |
|
2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი − ვეტერინარული დაწესებულება, ვეტერინარული პრეპარატების საწარმო, ვეტერინარული აფთიაქი, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, ცხოველების თავშესაფარი, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება, შინაური ბინადარი ცხოველების რეალიზატორი, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი, ზოომაღაზია;“;
ა.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმუნოლოგიური პრეპარატი – ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცხოველებში აქტიური ან პასიური იმუნიტეტის გამომუშავებისათვის ან იმუნური მდგომარეობის განსაზღვრისთვის;
ე) ეტიკეტი − ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება:
ა) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, რომელიც მოიცავს:
ა.ა) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობის შემოწმებას, რომელიც ხორციელდება ვეტერინარული პრეპარატების წარმოებისა და დისტრიბუციის, მათ შორის, რეალიზაციის, აგრეთვე ცხოველების მოვლა-შენახვისა და მკურნალობის ეტაპზე. ასევე ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მდგომარეობის შესაფასებლად;
ა.ბ) დოკუმენტურ შემოწმებას;
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევას;
ბ) საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმება;
გ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმება.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სააგენტოს მიერ აღებული სინჯის, ნიმუშის ან პათოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე;“.
3. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მოსალოდნელი რისკი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება შესაძლებელია განხორციელდეს ვეტერინარული პრეპარატების საწარმოში, ვეტერინარულ დაწესებულებაში, საშენში, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტში, თავშესაფარსა და ზოომაღაზიაში, მისი შესყიდვის გარეშე.“;
გ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ ორგანოლეპტიკური დათვალიერებით არსებობს ეჭვი, რომ ვეტერინარული პრეპარატი არის ფალსიფიცირებული, უვარგისი, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სახიფათო ან/და არ არის დაცული ინსტრუქციით ან სხვა თანმხლები დოკუმენტაციით განსაზღვრული შენახვის პირობები;
ბ) თუ არსებობს ინფორმაცია, რომ მწარმოებელ ქვეყანაში შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატი არის ფალსიფიცირებული, უვარგისი, ვადაგასული ან/და ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სახიფათო;“.
|