„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №325 |
|
2022 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სუამის ქვეყნები – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოს, სუამისა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) ბენეფიციარი მოახდენს მეტი (ლიტრი) ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს;
ბ) ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გასწია წინა საანგარიშო პერიოდში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:
„31. თითოეულ ბენეფიციარზე, მცირე ზომის მარნის შემთხვევაში, კალენდარული წლის მანძილზე ამ პროგრამის 51 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოსადგენი დოკუმენტის მისაღებად გაწეული ხარჯი ანაზღაურდება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოში რეალიზებული და სუამისა და დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული (ლიტრი) ღვინის მოცულობა და გაწეული მარკეტინგული ხარჯები.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები.
4. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. ბენეფიციარის მიერ ანაზღაურებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ანაზღაურების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ თანხის ასანაზღაურებლად ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი კალენდარული წლების განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის (ლიტრი) მოცულობის შესახებ;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული ანგარიში შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გაწეული მარკეტინგული ხარჯების ოდენობების შესახებ, რომელიც მომზადებულია სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
გ) მცირე ზომის მარნის შემთხვევაში, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მისაღებად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2022.
- როდის იქნა მიღებული „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №325. სარეგისტრაციო კოდი — 340050000.10.003.023536.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №325, 17.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 340050000.10.003.023536 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5499088/