„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№526
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.023082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №526

2021 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2021, 340170000.10.003.022940) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ცენტრი – შპს „აგროსერვისცენტრი“ (ს/ნ: 406321065);“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ანაზღაურება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის კომპანიისაგან ან/და ცენტრისაგან შეძენის შემთხვევაში;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომბაინი – კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან შეძენილი მოსავლის ამღები კომბაინი;“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (გარდა კომპანიის ან/და ცენტრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და კომბაინისა)  უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;

ბ)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ან/და კომბაინი შეძენილი იქნება კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან  2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შეადგენს:

ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ  არაუმეტეს 7,000 ლარისა, თუ  შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე; 

ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს   35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან  100, 000 ლარამდე;

გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს.

3.  კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და მოსავლის ამღები კომბაინის  ღირებულება არ უნდა იყოს  აუდიტორული კომპანიის მიერ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. პროგრამის მონიტორინგი

ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების  დასადასტურებლად (გარდა კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის, ასევე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში)  სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი