„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№691
სარეგისტრაციო კოდი
340080000.10.003.022412
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №691

2020 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2020, 340080000.10.003.021977) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის“:

1. პირველი  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული/დასაფინანსებელი პოტენციური ბენეფიციარების/ბენეფიციარების მხარდაჭერა თანადაფინანსების ან/და საკონსულტაციო მომსახურების ან/და ტრენინგის ჩატარების გზით;“.

2. მე-4  მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსებას, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლის ან/და გადამამუშავებლის ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებასთან დაკავშირებული მომსახურების თანადაფინანსებას;

ბ) ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსებას;“.

3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსების შემთხვევაში, ასევე იმ მომსახურების, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის საჭირო მომსახურებასთან, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით,  არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების, ასევე იმ  მომსახურების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლის ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის საჭირო  მომსახურებასთან,  სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.“.

4. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება, მათ შორის,  ბიოსერტიფიცირება ან/და იმ ღონისძიების გატარება, რომელიც  დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის, შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.11.2020.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.11.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №691. სარეგისტრაციო კოდი — 340080000.10.003.022412.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №691, 19.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.022412 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5035224/