ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №263 |
|
2020 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი |
|
ა) ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განხორციელებული/ განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული/დასაფინანსებელი პოტენციური ბენეფიციარების/ ბენეფიციარების მხარდაჭერა თანადაფინანსების ან/და საკონსულტაციო მომსახურების ან/და ტრენინგის ჩატარების გზით;
ბ) სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროგრამებით/პროექტებით გათვალისწინებული დარგისა და მიმართულებების გაძლიერება და მხარდაჭერა.
2. პროგრამის ამოცანაა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამების/პროექტების ფარგლებში დაფინანსებული/დასაფინანსებელი ბენეფიციარების მიერ წარმოებული/საწარმოებელი პროდუქციის ხარისხის, უვნებლობის, მიკვლევადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა თანადაფინანსების გზით.
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბ) პოტენციური ბენეფიციარი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ტექნიკური მხარდაჭერის ხელშეკრულება ან/და მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება/ ჩაუტარდეს ტრენინგი;
გ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;
დ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
ე) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით;
ვ) ბენეფიციარის თანამონაწილეობა – პროგრამის ფარგლებში, პროექტის დასაფინანსებლად პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრები ან/და დონორის რესურსი;
ზ) აღჭურვილობა – პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ეტიკეტირების, დამჭრელი, დოზირების, დამფასოებელი, ჩამოსასხმელი, თარიღატორი);
თ) დონორი – ორგანიზაცია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფარავს პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დასაფინანსებელი მიზნობრიობების ღირებულების ნაწილს.
ა) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვასა და სერტიფიცირებას, მათ შორის, ბიოსერტიფიცირებას;
ბ) ბრენდირებასა და შეფუთვის დიზაინის შექმნას;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას;
დ) ადგილობრივი და უცხოელი აგროკონსულტანტების/ აგროსაკონსულტაციო კომპანიების/ექსპერტების დაქირავებას;
ე) „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებისა და „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის №68 დადგენილების საფუძველზე შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოებისათვის მენეჯერის, ტექნოლოგისა და ბუღალტრის შრომის ანაზღაურების დაფინანსებას;
ვ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოებისათვის საბუღალტრო მომსახურების დაფინანსებას;
ზ) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით საჭირო ხარჯების დაფინანსებას.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა, ხოლო თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არა უმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.
3. ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის შექმნის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არა უმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა, ხოლო თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა.
5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ აღჭურვილობის შეძენის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.
ა) პოტენციურ ბენეფიციართან სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული უნდა იყოს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მიზნობრიობას/ მიზნობრიობებს.
2. პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მიერ წარმოებულ რეესტრში.
ა) უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
დ) საჭიროების შემთხვევაში, თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების თაობაზე ან/და დონორის წერილობითი დასტური;
ე) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების/ აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ;
ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.
ა) უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 36 თვის ვადაში;
ბ) უზრუნველყოს ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 თვის ვადაში;
გ) არ მოახდინოს პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის გასხვისება შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში.
2. საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული ან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).
ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის №365 დადგენილება.
მუხლი 4🔗
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის №365 დადგენილების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანადაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული (პროგრამული კოდი: 31 05 09) ასიგნებებიდან.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა