სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2022 ბოლო ცვლილება 30.08.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.023307
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2022 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების  შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2
ამ დადგენილების  პირველი მუხლით განსაზღვრული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდება  „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული  განვითარების“  (პროგრამული კოდი: 31 05 09)  პროგრამის ფარგლებში  გამოყოფილი  ასიგნებებიდან.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების  სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების   სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილების (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.

2. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) პოტენციური ბენეფიციარი – სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში  დაფინანსებულ ბენეფიციარებს;

ბ) ბენეფიციარი  –  სახელმწიფო  პროგრამის  – „დანერგე  მომავლის“  მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში   დაფინანსებული   სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების  თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულებები;

გ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს  შორის  გაფორმებული თანადაფინანსების/ანაზღაურების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

დ) თანადაფინანსება/ანაზღაურება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;

ე)  ანაცხადი  − პოტენციური   ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების/ანაზღაურების მიღების მიზნით.

მუხლი 4. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები და პირობები

1.  პროგრამის  პოტენციური  ბენეფიციარი  უნდა  იყოს  სახელმწიფო  პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის  ფარგლებში  დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი      კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში  დაფინანსებულ ბენეფიციარებს.

2. პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, რომლებიც გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.

3. მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში.

4. სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღების არსებობა.

მუხლი 5. თანადაფინანსება/ანაზღაურება

1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარით.

2. 1 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღზე გადაანგარიშებით შესანახი მაცივრ(ებ)ის თანადაფინანსების/ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.

3. ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, დასაფინანსებელი/ ასანაზღაურებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს  0.8 ტონას.

4. მაცივრ(ებ)ის ერთი ერთეული შესანახი კამერის   მოცულობა გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 ტონა კენკროვანი კულტურის შენახვაზე.

5. პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.

6. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი მაცივრები.

მუხლი 6. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი;

ბ) სსიპ – ლევან  სამხარაულის  სახელობის  სასამართლო  ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესანახი მაცივრ(ებ)ის  ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;

გ) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

მუხლი 7. თანადაფინანსების/ანაზღაურების გაცემის პროცედურა

განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების/ანაზღაურების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 8. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია თანადაფინანსება/ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

მუხლი 9. პროგრამის მონიტორინგი

1.  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.